03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
მთელი საქართველოს მაშტაბით გზებზე შეზღუდვები მოიხსნა

გზა მლეთიდან გუდაურამდე ორმხრივად გახსნილია. თუმცა, ტრაილერებისა და ავტობუსებისთვის მოძრაობა კვლავ აკრძალულია.

უკვე გაწმენდილია გზა გუდაურიდან ჯვრის უღელტეხილამდე. კობის მიმართულებით სამუშაოები კი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც შესაბამისი სამსახურები ზვავებს ხელოვნურად ჩამოშლიან. ამ დროისთვის ამ მონაკვეთზე  ზვავსაშიშროება კვლავ ნარჩუნდება.

დღეს დილით გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში სხდომა გაიმართა, სადაც ამ სამუშაოების შესახებ იმსჯელეს.

„ამ ეტაპზე შსს-ს დანაყოფები გარკვეულ ადგილებზე მოახდენენ აფეთქებებს, რათა გამოიწვიონ ზვავების ხელოვნური ჩამოდინება, რის შედეგადაც ადგილზე მობილიზებული ტექნიკა დაუყონებლივ დაიწყებს სამუშაოებს,“ - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა. 

ამ დროისთვის უკვე გახსნილია გზა ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე. თუმცა, რჩება შეზღუდვები გზის რამდენიმე მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის.

ასეთივე შეზღუდვა მოქმედება ტყიბული-ამბროლაურის მონაკვეთზე.

დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო კვლავ დაკეტილია უშგულის მიმართულება.

რეგიონული განვითარებისა სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროსთვის დიდთოვლობის ყველა ადგილას მობილიზებულები არიან შესაბამისი ტექნიკა და სპეციალისტები.

დღის ამბები