03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
18 წლიანი პატიმრობის მოლოდინში-საქართველოს მოქალაქეს სომხეთის რესპუბლიკაში გაასამართლებენ

საქართველოს მოქალაქეს სომხეთის რესპუბლიკაში  18 წლიანი პატიმრობა ემუქრება. 62 წლის მამაკაცი ერთ ტონამდე ჰეროინის გადაზიდვაშია ბრალდებული. ავთანდილ მარტიაშვილის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოიტანს. სომხეთ-ირანის საზღვარზე ის 2013 წლის 17 იანვარს დააკავეს.  1 წლიანი პატიმრობის შემდეგ ბრალდებულის ოჯახი მის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და დახმარებას ითხოვს.

რეგიონისათვის უპრეცენდენტო ოდენობის ნარკოტიკული ტვირთის ტრანსპორტირებისას ავთანდილ მარტიაშვილი თურქეთის მოქალაქესთან ერთად იმყოფებოდა.

მათ მანქანა თბილისში, ელიავას ბაზრობაზე სარემონტო მასალით დატვირთეს და თეირანში გაემგზავრნენ. უკანა გზაზე კი გაწვრთნილი ძაღლის მეშვეობით ჩატარებული ჩხრეკის დროს სომეხმა მესაზღვრეებმა ავტომობილში სამალავები აღმოაჩინეს. მარტიაშვილი ადგილზე, თურქეთის მოქალაქე კი იმავე დღეს ერევანში ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. მარტიშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამალავების შესახებ ბრალდებულმა არაფერი იცოდა.

ადვოკატი საქმეში სამართლებრივ დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს რომ მარტიაშვილი უკვე ერთი წელია უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე საქართველოს მოქალაქეს პატიმრობაში დატოვებს დაცვის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ავთანდილ მარტიაშვილი 18 წლიან სასჯელზე გადაწყვტილებას 20 იანვარს ელოდება.

დღის ამბები