09 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
რუსეთში აქციების გამართვაზე შეზღუდვები წესდება

რუსეთში საპროტესტო აქციების გამართვაზე შეზღუდვები დაწესდა. ცვლილებას კანონში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტიმა მოაწერა ხელი. ახალი კანონის მიხედვით, აქციების დრო დილის 7 საათიდან საღამოს 10-მდე განისაზღვრა. გამონაკლისად ითვლება რუსეთის ისტორიულ თარიღებთან დაკავშრებული ღონისძიებები და კულტურული აქციები.

პუტინმა გადაწყვეტილებას დაბადების დღის წინ მოაწერა ხელი. 62 წლის იუბილეს პრეზიდენტი ტაიგაში შეხვდება. მისი პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განმარტებით, პრეზიდენტმა 16 წლის განმავლობაში პირველად აიღო შვებულება თავის დაბადების დღეზე.

დღის ამბები