09 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
„არა ტერორიზმს“–მსოფლიო საფრანგეთის გარშემო ერთიანდება

„არა ტერორიზმს“–მსოფლიო საფრანგეთის გარშემო ერთიანდება. პარიზში ხვალ თბილისის დროით საღამოს 6 საათზე თავისუფლების დასაცავად ერთიანობის მარში გაიმართება. ცივილიზებული სამყარო წუთიერი დუმილით კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ტერაქტების დროს დაღუპულებს.

ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მშვიდობიან პროტესტს თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის ლიდერი შეუერთდება, მათ შორის იქნება საქართველოს პრემიერ–მინისტრიც.

ხვალინდელ მსვლელობამდე  საფრანგეთის მთვარობის წევრები და მსვლელობის მონაწილეები ჟურნალის რედაქციასთან აპირებენ მისვლას, რათა პატივი მიაგონ დაღუპულებს. საფრანგეთის პოლიცია განსაკუთრებით მკაცრი ზომების მიღებას გეგმავს.

აქციაში მონაწილეობის მიღებას ადგილობრივი მოსახლეობაც გეგმევს. „კურიერთან“ საუბარში ისინი ამბობენ, რომ ტერორიზმის გასაპროტესტებლად ხვალ ყველა ფრანგი გაერთიანდება.

დღეს ქუჩაში სხვადსხვა რელიგიის წარმომადგენლებიც გამოვიდნენ. ისინი იქ სადაც გუშინ მძევლები იყვნენ აყვანილი სიმბოლურად ერთმანეთს შეხვდნენ და განაცხადეს, რომ პარიზში მცხოვრები ადამიანები არც ერთი რელიგიის წინააღმდეგი არ არიან, ისინი ტერორიზმს ეწინააღმდეგებიან.

დღის ამბები