03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
საფრანგეთის პოლიციის მიერ ძებნილმა ჰაიატ ბუმედიენმა ქვეყანა დატოვა?

საფრანგეთში მძევლების აყვანისთვის ძებნილმა  ჰაიატ ბუმედიენმა ქვეყანა დატოვა-ამ ინფორმაციას საფრანგეთის სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაახლოებული წყაროები ავრცელებენ.  

მათი ინფორმაციით ბუმედიენი მადრიდის გავლით თურქეთში ჩავიდა და შემდეგ  თურქეთ-სირიის საზღვარი 1 ან 2 იანვარს გაიარა.

იმ შემთხვევაში თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა გამოდის, რომ ძებნილი ქალი საფრანგეთში მაღაზიაში მომხდარი ორმხრივი სროლის დროს არ იმყოფებოდა.

ჰაიატ ბუმედიენის ქვეყნიდან გასვლის და ფრანგული წყაროების შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

დღის ამბები