09 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
სტამბულის სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

სტამბულის ორი სავაჭრო ცენტრი გუშინ აფეთქებას გადაურჩა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ ცენტრებში მომხმარებლებმა ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. მათ საეჭვო პაკეტები შენიშნეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ცენტრების ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ პაკეტებში თვითნაკეთი გაზის ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს სტამბულის ცენტრში, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში თვითმკვლელმა ქალმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

დღის ამბები