20 მაისი 2024,   11:26
ვრცლად
აქ ვიღაც მაღალჩინოსნის ხელი ურევია - ბავშვთა სამაყროს დაზარალებული

ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები გადაცემა არჩევანში იმ ზარალზე საუბრობენ, რომელიც მათ ხანძრის შედეგად მიადგათ და იმ ხარჯებზე საუბრობენ, რომელიც საქმიანობის პარალელურად ჰქონდათ.

„არ შეიქმნა საშველი პრემიერმინისტრმა, არ გაგვხადა პასუხის ღირსად არავინ,“ - განაცხადა დაზარალებულმა ჯულიეტა ელიავამ.

ის ამბობს, რომ „აქ ურევია ვიღაც მაღალჩინოსანის ხელი“ და ამბობს, რომ ისინი არიან დაზარალებულები და ამ სტატუსს მათ არავინ აძლევს. 

ჯულიეტა ელიავა კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ხელისუფლებისგან ერთჯერადად 5 ათასლარიან კომპენსაციას ითხოვდნენ და შემდეგ მთლიანად ზარალის დათვლას და ანაზღაურებს.

„მე ამ ხელისუფლებას ცოცხალი თავით არ შევარჩენ ჩემს კაპიკებს. 25 წლის ნაშრომი, ნაწვალები რაც მქონდა, ჩამიწვეს იქ ყველაფერი. ამათი დაუძინებელი მტერი ვიქნები,“ - განაცხადა ჯულიეტა ელიავამ.

„ხელისუფლების ხელი რომ არ ერიოს, ეს ესე არ გაკეთდებოდა,“ - ამბობს დაზარალებული.

დღის ამბები