09 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
გერმანულ გამოცემა "Morgen Post"-ზე თავდამსხმელები დააკავეს

"Daily Mail" - ის ინფორმაციით გერმანულ გამოცემა "Morgen Post" -ზე თავდამსხმებელები დაკავებულები არიან. გამოცემა გერმანელ პოლიციელებზე დაყდრნობით წერს, რომ სამართალდამცავებმა 2 პირი რამდენიმე წუთის წინ აიყვანეს. 

"ვანდალისტები რომლებმაც გერმანული გამოცემის "Morgen Post"-ის დაწვა სცადეს დაკავებულები არიან. 2 პირი სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთის წინ დააპატიმრეს,"- წერს "Daily Mail"-ი 

შეგახსენებთ, რომ თავდასხმა გერმანულ ენოვან გამოცემაზე დღეს გამთენიისას მოხდა. დამწვარია შენობის არქივის განყოფილება. თავდამსხმელებმა შენობაში ცეცხლწაკიდებული ნივთები შეყარეს. 

სახანძრო სამსახურის დროული მუშაობის შედეგად ინცინდენტი მალევე აღმოიფხვრა. 

"Morgen Post"-ში აცხადებენ, რომ მათზე თავდასხმა, გაზეთ "Charlie Hebdo"-დან გადმოღებული კარიკატურების დაბეჭდვის გამო მოხდა. 

პოლიცია "Morgen Post"-სა და "Charlie Hebdos" შორის კავშირზე ამ დრომდე არ საუბრობს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები