09 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
მოგერინი ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობების გადაფასებას ურჩევს

ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობა საფუძვლიანად უნდა გადააფასოს,- ეს განცხადება ფედერიკა მოგერინიმ ევროპარლამენტში გააკეთა. მოგერინი საგარეო საკითხებში ევროკომისრის პოსტზე კეტრინ ეშტონს შეცვლის.

ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა, თუმცა სერიოზული გავლენა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე არ მოუხდენია.

"რუსეთი არ არის ევროკავშირის პარტნიორი, მაგრამ ის სტრატეგიულ მოთამაშედ რჩება",- განაცხადა დიპლომატმა და აღნიშნა, რომ ბრიუსელმა არ უნდა დაუშვას ყირიმსა და რუსეთს შორის სახმელეთო დერეფნის შექმნა.

მისივე თქმით, უკრაინაში ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, ევროკავშირმა დამატებით სანქციები უნდა შემოიღოს და ენერგოპოლიტიკის თვალსაზრისით ცუდი სცენარისთვისაც უნდა იყოს მზად.

დღის ამბები