03 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
საფრანგეთი ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანდა - მილიონიანი მარში იწყება

ერთიანობის მარშის მონაწილეებმა პარიზის რესპუბლიკის მოედანზე შეკრება მსვლელობამდე 3 საათით ადრე დაიწყეს. თავისუფლების სიმბოლოსთან ხალხი ყვავილებით და ბავშვებთან ერთად მივიდა.

მილიონიან მარშში 40 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზში სხვადასხვა ქვეყნების ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებიც იმყოფებიან. ვიდრე რესპუბლიკის მოედანზე მივიდოდნენ, მათ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების სამიტი გამართეს. შეხვედრის მთავარი თემა პარიზის ტერაქტების სერია და გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის შემუშავება იყო.

მომავალ სამიტზე უფრო დეტალურად განიხილავენ იმ მონაცემებს, რომლებიც ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა მოიძიეს. პენტაგონის დაზვერვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ევროპელები მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ გააფრთხილეს. მაიკლ ფლინის ინფორმაციით, ამერიკის დაზვერვას ხელში ჩაუვარდა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერების მიმოწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ევროპის ქვეყნებში ტერორისტების 4 დაჯგუფების წევრებმა ლტოლვილების სტატუსით შეაღწიეს.

პარიზის ტერაქტების სერიის შემდეგ უსაფრთხოება მთელი ქვეყნის მასშტაბით გააძლიერეს, თუმცა დღევანდელი აქციის გამო დედაქალაქში ძალოვანების რიცხვი გააორმაგეს. მარშის მონაწილეების დასაცავად პარიზის ქუჩებში ათასობით პოლიციელი და სამხედრო გამოიყვანეს, შენობების სახურევებზე კი სნაიპერები განათავსეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები