09 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
ავიაიერიშს დონეცკში ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

დონეცკში ბრძოლას ოთხი ადგილობრივი მცხოვრები ემსხვერპლა. პრორუსმა სეპარატრისტებმა ქალაქის აეროპორტზე მორიგი იერიში მიიტანეს. საპასუხო სროლის დროს კი ჭურვები დასახლებაში ჩავარდა.

ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, ხუთი კი მძიმედ დაიჭრა. დაინგრა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

იერიშის დროს დასახლებაში იმყოფებოდნენ უცხოელი ჟურნალისტები. მათი თქმით, მოვლენების გაშუქებისას დაინახეს ჯავშანმანქანების კოლონა, რომელსაც სამხედრო ფორმაში ჩაცმულ მებრძოლებთან ერთად, იარაღით სავსე ყუთები გადაჰქონდათ.

დონეცკის აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან 10 კილომეტრითაა დაშორებული და პრორუსი სეპარატისტები მის აღებას მაისის შემდეგ ცდილობენ.

დღის ამბები