03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
"ამ სამ დრეში ყველა მიხვდა, რომ არსად არ არის ადამიანი დაცული"-ნინო კირთაძე

„ეს იყო საშინელი თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე, ამ სამ დრეში ყველა მიხვდა, რომ არსად არ არის ადამიანი დაცული“-ასე აფასებს „შარლი ებდოზე“ მომხდარ თავდასხმას საფრანგეთში მცხოვრები ქართველი კინო-რეჟისორი ნინო კირთაძე.

მისი თქმით საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მონაპოვარი სიტყვის და პრესის თავისუფლებაა და აქ არ მუშაობს თვითცენზურა ან ცენზურა. კირთაძემ განმართა, რომ ტერაქტით სწორედ ამ მონაპოვარის ხელყოფა მოხდა.

„შარლი ებდოს“ ყველა რედაქტორი და თანამშრომლების დიდი ნაწილი დაცვით დადიოდნენ და მე რამდენიმეს პირადად ვიცნობდი, რადგან მათ სიკვდილის მუქარები მიიღეს და მივესალმები მათ სიმამაცეს“-განაცხადა კირთაძემ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში პარიზიდან.

მან აღნიშნა, რომ გამოცემა არა მხოლოდ მუსულმანურ რელიგიაზე, არამედ ქრისტიანულ რელიგიაზე, პოლიტიკაზე, სამართალდამცავებზე და სხვა თემებზეც ხუმრობდა და  სატირა სწორედ ამას ნიშნავს.

როგორც ნინო კირთაძემ განმარტა საფრანგეთში დღეს კინოს, თეატრისა და ხელოვნების ყველა მოღვაწე „არას ეუბნება ამ საშინელებას.“ 

ამავე თემაზე
დღის ამბები