03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
ევროპაში ე.წ. No fly list-ი ამოქმედდება?

ევროპული ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ იმაზე, რომ გაამკაცრებენ უსაფრთხოების ზომებს, პირველ რიგში კი ეს მგზავრთა მონაცემების ბაზის გაუმჯობესებას ეხება.

მათ არ დაუკონკრეტებიათ რა ფორმით მოხდება ზომების გამკაცრება, თუმცა არ არის გამორიცხული ევროპაში აამოქმედონ იგივე მოდელი რაც მოქმედებს აშშ-ში-ე.წ. No fly list-ი. ეს უკანასკნელი გულისხმობს მონაცემთა ბაზის შექმნას, რომელში შემავალ პირებსაც თვითმფრინავით გადაადგილება ეკრძალებათ.

დღესვე შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა განაცხადა, რომ აშშ-სთვის ცნობილია იმ პირების ვინაობა, რომლებიც საფრანგეთში ტერორისტულ აქტებს აფინანსებდნენ.

ერიკ ჰოლდერი ამ დროისთვის პარიზში იმყოფება. სწორედ მან გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 18 თებერვალს ვაშინგტონში გლობალური უსაფრთხოების სამიტი ჩატარდება, რომელსაც ნატო-სა და ევროპული სახელმწიფოების ლიდერები დაესწრებიან.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები