09 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
ყველაზე დიდი დემონსტრაცია საფრანგეთის ისტორიაში

სოლიდარობის აქცია საფრანგეთის დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. მარშის დასრულების შემდეგ ხალხი პარიზის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა.

კვირას საფრანგეთში ტერორისტული აქტების სერიის შედეგად დაღუპულების პატივსაცემად გამართულ მარშში მონაწილეობა მილიონ-ნახევარმა ადამიანმა მიიღო.

მსვლელობას პარიზის ქუჩებში შეუერთდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. გერმანიის, იტალიის, ისრაელის, თურქეთის, ბრიტანეთის, პალესტინის და სხვა სახელმწიფოების მეთაურები, ფრანსუა ოლანდთან ერთად, რესპუბლიკის მოედნიდან ხელჩაკიდებულები დაიძრნენ.

უსაფრთხოებას მასშტაბური აქციის დროს 2 ათასზე მეტი პოლიციელი იცავდა. პარიზის ერთიანობის მარშს უკვე უწოდეს საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე დიდი დემონსტრაცია. ფრანგი სამართალდამცველების თქმით, მსვლელობამ მშვიდად ჩაიარა.

საპროტესტო ტალღა გასულ კვირას მომხდარმა ტერორისტულმა აქტებმა გამოიწვია, რომელთა შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უკვე აიღეს "ალ ქაიდამ" და "ისლამურმა სახელმწიფომ".

ამავე თემაზე
დღის ამბები