03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
ისრაელის პრემიერს ექსტრემისტებთან ბრძოლაში ევროპის მხარდაჭერის იმედი აქვს

ერთიანობის მარშის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუ პარიზის სინაგოგაში საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად მივიდა. ისრაელის პრემიერმა საფრანგეთში მცხოვრებ ებრაელებს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ევროპელები ისრაელს ისლამისტ ექსტრემისტებთან ბრძოლაში უფრო აქტიურად დაუჭერენ მხარს. აქვე მან ებრაელებს ისრაელში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ მივესალმებით ებრაელებს, რომლებსაც ისრაელში დაბრუნება სურთ. ღმერთის წყალობით, ისრაელში ბევრი თქვენგანი დაბრუნდება!” - მიმართა ისრაელის პრემიერმა სინგაგოგაში შეკრებილ საზოგადოებას.

გასულ კვირას საფრანგეთში მომხდარი ტერირისტული აქტების სერიის დროს თავდასხმა მოხდა ებრაულ სუპერმარკეტზე. დაიღუპა ებრაული წარმოშობის სამი მოქალაქე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები