03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
პარიზის პარალელურად, სოლიდარობის აქციები მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა

საფრანგეთის მსგავსად, პარიზში ტერაქტების შედეგად დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად, ხალხი მთელი მსოფლიოს მაშტაბით შეიკრიბა. სოლიდარობის აქციები გაიმართა ბერლინში, ვენაში, მადრიდში, ლონდონში, ბრიუსელში, ვაშინგტონსა და ბუენოს-აირესში.

ბერლინში, საფრანგეთის საელჩოსთან 18 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ლონდონში კი ეროვნული გალერეა და ტაუერის ხიდი საფრანგეთის დროშის ფერებში გაანათეს. ბრიუსელში სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა მიიღო 20 ათასამდე ადამიანმა.

მშვიდობიანი მსვლელობები მოეწყო იერუსალემში, სტამბოლში, ბეირუთსა და ღაზის სექტორში.

"ეს არის შეტევა სიტყვის თავისუფლებაზე. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი საპროტესტო აქციები მთელს მსოფლიოში იმართება, არ გვეშინია, რომ სიტყვის თავისუფლება განადგურდება," - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

ამავე თემაზე
დღის ამბები