03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გაყიდვას "ნაციონალური მოძრაობა" დანაშაულად აფასებს

ეკონომიკის სამინისტრო გადაწყვეტილებას ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხელისუფლების დანაშაულად აფასებენ. სერგო რატიანი ამ თემაზე დღეს პრესკონფერენციის გამართავს გეგმავს.

„ეს ქმედებები მიმართულია არა მხოლოდ კონკრეტული ამერიკული  უნივერსიტეტის, პროექტის წასაშლელად და კვალის წასაშლელად, არამედ ძალიან სერიოზული გზავნილია, რომ საქართველოში განათლების სფეროში შეიძლება განხორციელებული საერთაშორისო პროექტები, კერძო ინვესტიციები, ასევე თავად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტები, შესაძლოა დაიხუროს პოლიტიკური მოსაზრებებისა და მოტივაციების გამო,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ეკონომიკის სამინისტრომ მემორანდუმი ორ ინვესტორთან გააფორმა - ბათუმში მდებარე 35-სართულიანი მულტიფუნქციური შენობის საწყისი ფასი 25 მილიონი დოლარი იქნება. ეს გადაწყვეტილება ხალხის განათლების წინააღმდეგ გადადგულ ნაბიჯად შეაფასა ფეიბუქის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილმა და ინვესტორებს მოუწოდა ტენდერში მონაწილეობა არ მიიღონ.

დღის ამბები