03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
პარიზის სოლიდარობის აქცია "კურიერის" პირდაპირ ეთერში

მსოფლიოს ყველა წამყვანი ტელევიზიის გვერდით, საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა"კურიერი". "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახური გუშინ საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.

6 საათიანი კურიერი სწორედ პარიზში, რესპუბლიკის მოედანიდან გავიდა პირდაპირ ეთერში. მოვლენებს ეპიცენტიდან "კურიერის" რამდენიმე გადამღები ჯგუფი გადმოსცემდა - ბოლო ინფორმაცია მაყურებელს საფრანგეთის დედაქალაქიდან ზაალ უდუმაშვილმა და თამარ ნუცუბიძენ მიაწოდეს.

ერთიანობის მარშში საფრანგეთში მცხოვრები ქართველებიც მონაწილეობდნენ. ქართველი ჟურნალისტები, ხელოვანები და თბილისიდან ჩასული პოლიტიკოსები ტერორიზმს ერთად აპროტესტებდნენ.

"ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, ვხედავდი ჩემს კოლეგებს ცრემლები მოსდიოდათ და მაინც უნდა გვემუშავა. პრესის თავისუფლება თუ გინდა, აქ უნდა იყო," - განუცხადა კურიერს ქართველმა ჟურნალისტმა ქეთევან გორჯესტანმა.

აქციაზე იმყოფებოდა ქართველი კინორეჟისორი ნინო კირთაძეც, რომელიც ამბობს, რომ საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტები იყო თავდასხმა დემოკრატიის ყველაზე მთავარ მონაპოვარზე - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები