03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
"სწავლა სინათლეა, უსწავლელობა ბიძინა," - აქცია ბათუმში -[ფოტო]

ამ წუთებში ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის გაყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები მთავრობას მოუწოდებენ არ გაყიდოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. 

"ივანიშვილის ახირებას, რომ გაიყიდოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა, არ დავუშვებთ. სწავლა არის სინათლე, ხოლო უსწავლელობა - ბიძინა ივანიშვილი. გაყიდე, ბიძინა, ზვიგენი," - ამ შეძახილებით მიმდინარეობს აქცია ბათუმში

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები