03 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
ილია კარტოზიას ცხედრის გადმოსვენების თარიღი დღის ბოლოს დაზუსტდება

ილია კარტოზიას იტალიიდან საქართველოში გადმოსვენების თარიღი დღეს გაირკვევა - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა. მისი თქმით, პროცესში ჩართულია საკონსულო და უშუალო კონტაქტზეა ყველა პასუხისმგებელ პირთან.

„დღეს უნდა დასრულდეს ყველანაირი ექსპერტიზა, ამიტომ დღის ბოლოს ჩვენ ზუსტი და კონკრეტული თარიღი გვეცოდინება. ჩემი გამოცდილებით, შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროცედურები არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი,“ - განაცხადა დავით კერესელიძემ.

იტალიაში ბორან ”ნორმან ატლანტიკზე” გაჩენილი ხანძრის შედეგად, 27 წლის არქიმანდრიტი ილია კარტოზია გარდაიცვალა. ის იტალიაში სიწმინდეების მოსალოცად გაემგზავრა. უბედური შემთხვევა 29 დეკემბერს მოხდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები