09 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
3-წლიანი პატიმრობა facebook-ზე დაწერილი სტატუსისთვის

ეგვიპტელი სტუდენტი, რომელმაც სოციალურ ქსელ facebook -ში სტატუსი რელიგიის უარყოფის შესახებ დაწერა, დააპატიმრეს.

„მე ვარ ათეისტი,” - აღნიშნული შინაარსის მატარებელი სტატუსი კარიმ აშრაფ მოჰამედის დაკავებისა და 3-წლიანი პატიმრობის საფუძველი გახდა.

21 წლის ახალგაზრდის სტატუსი შეიცავდა მის ათეისტურ ხედვას. სტუდენტი ასევე წერდა თავის მამაზე და ამბობდა, რომ ის არასწორად აზროვნებდა. 

 

დღის ამბები