09 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
"ეარბას 320-ის" ერთ-ერთი შავი ყუთი ნაპოვნია

ინდონეზიელმა მაშველებმა ზღვიდან კომპანია „ეარ აზრიის" დაკარგული ლაინერის ერთ-ერთი შავი ყუთი ამოიტანეს. ჩანაწერი, რომელიც ფრენის პარამეტრებს ინახავს, ზღვაში 33 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.

გავრცელებული ცნობით, სამაშველო ჯგუფმა მეორე შავი ყუთის ადგილსამყოფელიც დაადგინა. მასზე ეკიპაჟის წევრების საუბრია ჩაწერილი.

„ეარბას 320-მა,” რომელიც ინდონეზიიდან სინგაპურში მიფრინავდა, კატასტროფა დეკემბრის ბოლოს განიცადა. ბორტზე 162 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის 50-მდე მათგანის ცხედარია ნაპოვნი.

დღის ამბები