03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
”მეტროში შარვლების გარეშე” - ბარსელონა სახალისო ფლეშმობს შეუერთდა

საერთაშორისო კამპანიას ”მეტროში შარვლების გარეშე” ესპანელებიც შეუერთდნენ. ბარსელონაში გამართულ ფლეშმობში 150-მდე მოხალისე ჩაერთო. მატარებელში ჩასხდომის შემდეგ მათ მოულოდნელად შარვლები გაიხადეს, რაც მეტროს მგზავრებისთვის საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა.

ანალოგიური აქცია პირველად 2002 წელს ნიუ-იორკში მოეწყო და მასში მხოლოდ 7 ადამიანი მონაწილეობდა. მას შემდეგ სახალისო ღონისძიებამ ყოველწლიური ხასიათი მიიღო. წელს კამპანიას მსოფლიოს 54 ქალაქი შეუერთდა.

დღის ამბები