03 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
პარიზი კვლავ სამართალდამცველების გაძლიერებული კონტროლის ქვეშ რჩება

პარიზის ღირსშესანიშნავ ადგილებს უკვე ერთ კვირაა სპეცრაზმელები აკონტროლებენ. დაცვის სამსახური მობილიზებულია დიდ სავაჭრო ცენტრებთან. ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება გადაწყვიტა. კრიზისების მართვის საბჭომ კი დღეს მორიგი შეხვედრა გამართა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამარტენსა და პარიზის სუპერმარკეტში სპეცოპერაციების ამსახველი ახალი ვიდეომასალა გაავრცელა. კადრებში ჩანს, თუ როგორ გამოჰყავთ მაღაზიის შენობიდან სპეცრაზმელებს ტერორისტ ამედი კულიბალის ლიკვიდაციის შემდეგ გათავისუფლებული მძევლები.

პარიზში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სოლიდარობის აქცია. დემონსტრანტები მდუმარე მარშის შემდეგ კვლავ რესპუბლიკის მოედანზე დაბრუნდნენ.

პარიზი ერთი დღით მსოფლიოს დედაქალაქად იქცა. ფრანგი ხალხისადმი სოლიდარობის გამოსახატავად და „შარლი ებდოს” რედაქციაზე თავდასხმის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ნიუ-იორკში Empire state building საფრანგეთის დროშის ფერებით გაანათეს.

გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს ლონდონშიც. ქალაქის ეროვნული გალერეა და ტაუერ ბრიჯი სამ ფერში იყო განათებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები