03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
„გადაწყვეტილებები საყდრისთან დაკავშირებით აბსოლუტურად კანონიერია,” - თეა ონიანი

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში მიაჩნიათ, რომ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ბრალდებები უსაფუძვლოა. 

„მაშინ, როცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სამინისტროსგან გადმოიბარა საყდრისი, მას სტატუსი უკვე მოხსნილი ჰქონდა. ყველა ქმედება, რომელიც მიმართული იყო ძეგლის სათანადო კვლევისა და მისი განვითარებისაკენ, სწორედ ამის შემდეგ განხორციელდა. გადაწყვეტილებები არის აბსოლუტურად კანონიერი და ეფუძნება მოქმედ კანონმდებლობას, აქედან გამომდინარე, ყველა სასამართლო დავაზე სააგენტო იქნება მთავარი მოპასუხე,” - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი თეა ონიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები