08 მაისი 2024,   12:21
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიის დატოვებაზე პრეზიდენტთან კონსულტაციებს არ ადასტურებს

საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები განიხილავენ იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს პერიოდში მმართველი გუნდი კომპრომისზე არ წავა და მის მიერვე შემოთავაზებულ საკონსტიტუციო კომისიის ცვლილებათა პროექტს არ შეცვლის.

„თუ დავრწმუნდებით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის შედეგი დამაზიანებელი იქნება, ამ დამაზიანებელ შედეგზე საბოლოო პასუხისმგებლობას არ ავიღებთ და ბოლოს მოგვიწევს დატოვება,“- განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა შავგულიძემ.

ოპოზიციური პარტიების წევრების თქმით, საკონსტიტუციო კომისიის დატოვების გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ.

„თუ ვერ დავინახეთ, რომ საერთო-სახალხო მოთხოვნები, რასაც ჩვენ ვახმოვანებდით, არ იქნა გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, კომისიიდან გამოვალთ,“- განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, ამ საკითხზე მათ პრეზიდენტთან კონსულტაციები არ ჰქონიათ.

„ეს კონსტიტუცია ემსახურება ჭორვილელი ოლიგარქის ინტერესებს. ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ თუ მნიშვნელოვანი საკითხები არ იქნა გატანილი კონსტიტუციაში, ის შეიფუთა ისე, რომ მხოლოდ ოლიგარქის პირად ინტერესებში იქნება, ჩვენ შევწყვეტთ ამ კომისიაში საქმიანობას,“ - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები