20 მაისი 2024,   01:16
ვრცლად
90 დაღუპული და 130-ზე მეტი უგზო უკვლოდ დაკარგული - ბრაზილიაში ციკლონმა მასშტაბური წყალდიდობები გამოიწვია

ბრაზილიაში დამანგრეველი ციკლონის შემდეგ დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. ციკლონმა მასშტაბური წყალდიდობები გამოიწვია. 130-ზე მეტი ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

სტიქია ქვეყნის ყველაზე სამხრეთით, რიო გრანდე დუ სოლის შტატში მოხდა. ქარიშხლის შედეგად დატბორვამ რამდენიმე ქალაქში გზები და ხიდები გაანადგურა, რამაც მეწყერიც გამოიწვია. ნაწილობრივ ჩამოინგრა მცირე ჰიდროელექტროსადგური.

წყალდიდობის შედეგად, ქვეყნის 341 მუნიციპალიტეტში 850 ათასი ადამიანი დაზარალდა. 116 ათას ადამიანი კი იძულებული გახდა სტიქიის რეგიონი უსაფრთხოების მიზნით დაეტოვებინა.

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს აეროპორტში ჩაძირული თვითმფრინავი და დატბორილი ასაფრენი ბილიკი, ხოლო ბეირა-რიოს სტადიონი ტალახიან აუზად გადაიქცა. მოსახლეობა დატბორილ ქალაქში ნავიგაციისთვის ნავებს იყენებდნენ.

ამჟამად, ამინდის პირობები გაუმჯობესებულია, თუმცა სინოპტიკოსების თქმით, კვირის ბოლოსკენ, შესაძლოა, წვიმები შედარებით მცირე მოცულობით აღდგეს.

ავტორები: ლუკა ჩლაიძე, ნინი ნიკოლეიშვილი, ნიკა ჯაფარაშვილი. 

 

დღის ამბები