19 მაისი 2024,   22:36
ვრცლად
უპრეცედენტოა ის, რომ 20 ივნისის მოვლენებს სტრასბურგის სასამართლომ უწოდა შტურმი - ანა ბუჩუკური

ევროსასამართლოს მიერ 3 წლის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას ოპოზიცია გამოეხმაურა. 20 ივნისთან დაკავშირებულ მოქალაქეების სარჩელზე, რომელიც სტრასბურგმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მთავარი აქცენტი მომხდარის არაეფექტურ გამოძიებაზეა გაკეთებული.

მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრი ანა ბუჩუკური ხაზს უსვამს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში 20 ივნისის მოვლენები სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმადაა შეფასებული.

"ეს გადაწყვეტილება არის გამეორება იმისი, რა პოზიციაც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში გვქონდა და უპრეცედენტოა ის, რომ ამ გადაწყვეტილებით, 20 ივნისის მოვლენებს, ერთი მხრივ, სტრასბურგის სასამართლომ უწოდა შტურმი (240-ე პარაგრაფს შეგიძლიათ ჩახედოთ) და, მეორე მხრივ, ერთადერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც წინააღმდეგი იყო ამნისტიის, რადგან მიგვაჩნდა, რომ გამოძიება ბოლომდე სრულყოფილად უნდა მივიდეს, იყო ჩვენი გუნდი,"- აცხადებს ანა ბუჩუკური.

 

დღის ამბები