08 მაისი 2024,   09:58
ვრცლად
როდესაც ამ ქვეყანაში პროკურატურა იპროკურატურებს, მერე მოუწევს დავით ნარმანიას პასუხისგება - ალეკო ელისაშვილი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების წევრებმა თბილისის მერს შეკითხვები უკვე გადაუგზავნეს. დავით ნარმანია საკრებულოს წინაშე ხვალ წარდგება. დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რესპუბლიკელების შეკითხვები ნაზღაიძის საქმეს, სტიქიისა და ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებს, უკონტროლო მშენელობებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება.

თბილისის საკრებულოს წევრი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი მერს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.

„მთელი ამ დროის განმავლობაში ვამბობდით, რომ აი, საწყალია, თავს ვერ ამაბს, სუს-ი მართავს და ა.შ. ახლა ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ თავიდან ფეხებამდე არის ჩართული კორუფციაში და ნაზღაიძის მილიონიანმა სკანდალმა დაადასტურა, რომ ამ მავნებლური და კორუფციული სქემის მონაწილე იყო და არის. ადრე თუ გვიან, როდესაც მას ვადა გაუვა და როდესაც ამ ქვეყანაში პროკურატურა იპროკურატურებს, მერე მოუწევს პასუხისგება,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები