09 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
რუსეთი არ აპირებს განიხილოს სანქციების მოხსნის კრიტერიუმები ევროკავშირთან

რუსეთი არ აპირებს განიხილოს სანქციების მოხსნის კრიტერიუმები ევროკავშირთან. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.

მოსკოვში ლავროვი თავის ლატვიელ კოლეგას ედგარ რინკევიჩს მასპინძლობს, მოლაპარაკებების მთავარი თემა სწორედ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის შესაძლებლობა იყო.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვი ამ თემასთან დაკავშირებით ევროკავშირთან რაიმე სახის მოლაპარაკებას არ აპირებს.

"ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, რომლებიც სანქციებისგან გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს გრძნობენ, დასკვნები თავად უნდა გამოიტანონ. ეს ჩვენი კი არა, მათი პრობლემაა," - განაცხადა ლავროვმა.

დღის ამბები