08 მაისი 2024,   12:27
ვრცლად
ბლოკში გაერთიანებული პარტიებისთვის ფინანსური რეგულაციების დაწესება - მესამე სექტორის ნაწილი ინიციატივით გამოდის

მესამე სექტორის ნაწილი საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობს, რომელიც ბლოკში გაერთიანებული პარტიებისთვის დაფინანსების ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს. მესამე სექტორში გარკვეული რეგულაციების დაწესების ინიციატივით გამოდიან. ამ თემაზე განცხადება სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა.

ბლოკში გაერთიანებული პარტიებისთვის ფინანსური რეგულაციების დაწესებას არ ეთანხმებიან საპარლამენტო ოპოზიციაში. ნაციონალურ მოძრაობაში და ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას პოლიტიკურთან ერთად ფინანსური ხელშეწყობაც უნდა ქონდეს.

მმართველი გუნდის ინიციატივასთან ერთად, რომელიც საარჩევნო ბლოკების საერთოდ გაუქმებას გულისხმობს, არასამთავრობო ორგანიზაციების ეს ინიციატივა მიუღებელია არასაპარლამენტო ოპოზიციისთვისაც. პარტიებში აცხადებენ, რომ ბლოკების არსებობა იმავე დაფინანსებით და რეგულაციებით რაც დღეს არსებობს, აუცილებელია.

მესამე სექტორის ინიციატივა მისაღებია მმართველი გუნდისთვის. ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებით, საარჩევნო ბლოკების ასეთი ფორმით არსებობა ხელს უწყობს.

ავტორი: ქეთა ციცქიშვილი. 

 

დღის ამბები