03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
საფრანგეთი ქვეყნის დასაცავად უსაფრთხოების ზომებს განსაკუთრებულად ამკაცრებს

საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერება გადაწყვიტა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სამხედროების მობილიზების ბრძანება პრეზიდენტმა ოლანდმა ელისეს სასახლეში გამართულ კრიზისების მართვის საბჭოს შეხვედრაზე გასცა.

გადაწყვეტილების თანახმად, სტრატეგიულ ობიექტებს საფრანგეთში 10 ათასი ჯარისკაცი დაიცავს. დამატებით 5 ათასი სპეცრაზმელი კი 717 ებრაულ სკოლასთან განლაგდება.

შეგახსენებთ, რომ სუპერმარკეტზე თავდასხმის დროს დაღუპულ ებრაელებს ისრაელში ხვალ დაკრძალავენ. ტერაქტის ადგილი დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოინახულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები