03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
IDFI-ის ხელმძღვანელის გიორგი კლდიაშვილის დაკავებას მისი კოლეგები მის საქმიანობას უკავშირებენ

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ხელმძღვანელი მისი წინამორბედის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ორგანიზაციის საქმიანობას უკავშირებს. სამართალდამცველები გიორგი კლდიაშვილს იარაღის უკანონო ტარებაში ადანაშაულებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ მას პრობლემები სამოქალაქო აქტივობისთვის შეუქმნეს.

IDFI –ის ყოფილი ხელმძღვანელი აქტიურად მონაწილეობდა კამპანიაში "ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ" და მისი ორგანიზაცია აქვეყნებდა სკანდალურ მონაცემებს მაღალჩინოსნების პრემიების შესახებ.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ყოფილი დირექტორი დაახლოებით ერთი თვის წინ დააკავეს. ორ დღიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გადაეცემა თუ არა კბილაშვილის საქმე არსებით განხილვას, სასამართლო ამის შესახებ 15 იანვარს იმსჯელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები