03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
სასტუმრო სასწავლებლის ნაცვლად-ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გაყიდვას ადგილობრივები აპროტესტებენ

მთავრობის გადაწყვეტილებით სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი ბათუმის ამრიკულ-ქართულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში არ დაიწყება. შენობა დაკეტილია და მის გასასხვისებლად აუქციონიც გამოცხადებულია.  უკვე ისიც გადაწყვეტილია, რომ სასწავლებლის ნაცვლად შენობაში სასტუმრო გაიხსნება.

მთავრობის ეს გადაწყვეტილება შენობასთან დღეს აქციით გააპროტესტეს. აქციაში მოანაწილეობას ნაციონალური მოძრაობის წევრების გარდა ბათუმელი სტუდენტებიც იღებდნენ.

განათლების მინისტრის განცხადებით, ბათუმში აშენებული შენობა სასწავლებლის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. თამარ სანიკიძე ასევე ამტკიცებს, რომ ამერიკულ-ქართული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი თავის დროზე ამერიკელებმა არ მოიწონეს და არც დააფინანსეს.

პროექტს, რომლის შესახებაც განათლების მინისტრი საუბრობს დეტალურად იცნობს სამშენებლო კომპნაია „ზიმოს“ დრექტორი. ირაკლი შანავა აცხადებს რომ მშენებლობა წელიწადი და 4 თვე მიმდინარეობდა და შენობა სრულად აკმაყოფილებდა უნივერსიტეტის სტანდარტებს.

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის გნლკუთვნილი შენობის სასტუმროდ გადაკეთებში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გაუქმების გადაწყვეტყილებაზე საუბრისას საპარლამენტო უმცირესობის წევრები აგრარული სასაწავლებლისა და მისი დამფუძნებლის, კახა ბენდუქიძის წინაარმდეგ განვითარებულ პროცესებს იხსენებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებას შენობის გაყიდვის შესახებ, რომელშიც ამერიკული ტექნოლოგიური ნივერსიტეტი უნდა განთავსებულიყო, სოციალური ქსელით გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიც. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით სასწავლებელში მაღალი დონის ინჟინრებისა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მომზადება უნდა მომხდარიყო. მისი თქმით პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით 200 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

შენობის გაყიდვას ეკონომიკის სამინისტრო კი 25 მილიონად აპირებს. სწორედ ეს თანხა არის გამოცხადებული ოფიცილურად აუქციონის საწყის ფასად.

ამავე თემაზე
დღის ამბები