03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გაყიდვას უსინდისობას უწოდებს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის მოსალოდნელ გაყიდვას უსინდისობა უწოდა. ამის შესახებ მან "კურიერთან" საუბრისას რამდენიმე წუთის წინ განაცხადა და აღნიშნა, რომ ხელსიუფელების არგუმენტები თითქოსდა შენობა უნივერსიტეტის შესაბამის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს ტყუილია.

"რა სისულელეა, ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც აქვე განათლების მინისტრის ბრალდებასაც უპასუხა, რომლის თანამხმად ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი თავის დროზე ამერიკელებმაც დაიწუნეს. 

სააკაშვილმა განმარტა თუ რატომ არ სურდათ ამერიკელებს ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის არსებობა:

"ჩვენ ამით მათ ვუთხარით, რომ საუკეთესო კადრებს მოვიწვევდი ჩვენთან და ეს ამერიკელებს არ მოეწონათ, მაგრამ მე ჩავედი ამერიკაში, ჰილარი კლინტონი დამეხმარა და 150 მილიონ დოლარამდე წამოვიღეთ დაფინანსება" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ამ შენობას რომ შეხედავ და იტყვი რომ არ ვარგაო და ოდიოზურიაო, როგორც მარგველაშვილს ათქმევინა ივანიშვილმა სინდისი ხომ უნდა გქონდეს" - ამბობს ექსპრეზიდენტი.

ამავე თემაზე
დღის ამბები