03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
სოფელ დვანში რუსმა მესაზღვრეებმა კიდევ ერთი ადგილობრივი მოსახლე დააკავეს

ქარელის რაიონის სოფელ დვანში, დღეს რუსმა მესაზღვრეებმა კიდევ ერთი ადგილობრივი მოსახლე  დააკავეს. 

როგორც დაკავებულის თანასოფლელები და ოჯახის წევრები ყვებიან 57 წლის ბეგლარ ახალკაცი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე თავის ნაკვეთში შეშის მოსაჭრელად იყო წასული. ნაკვეთი ე.წ. საზღვარს ემიჯნება.

სავარაუდოდ ის რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

დღის ამბები