03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
ძლიერი ხანძარი რუსთაველზე-ადგილზე 16 ბრიგადა მუშაობდა

ხანძარი რუსთაველის 37-ში. ცეცხლმა კულტურის სამინისტროს ყოფილი შენობის, ე.წ. კაზარიანცის სახლის დიდი ნაწილი გაანადგურა. დამწვარია 300 კვადრატული მეტრის ფართობი. ხანძრის დროს შენობაში ერთი ოჯახი იმყოფებოდა, რომლის ევაკუაციაც დროულად განხორციელდა.

ცეცხლის შედეგად დაიწვა შენობის სახურავი და რამდენიმე სართული. განადგურდა ხელოვნების სკოლაც, რომელიც შენობის მესამე სართულზე მდებარეობდა. ინციდენტის შედეგად დაზარალდნენ ასევე ნაგებობის პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართების მეპატრონეებიც.

ადგილობრივების თქმით, ხანძარი შენობას ეზოში სანაგვე ურნებთან დანთებული ცეცხლისგან გადაედო, მიმდინარეობს გამოძიება. ადგილზე საგანგებო სიტუაციათა სამსახურის 16 ბრიგადასთან ერთად საპატრულო პოლიციაც მუშაობდა.

მთაწმინდის რაიონის გამგებელი მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები