03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
გაზით ინტოქსიკაციის კიდევ ერთი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

გაზით ინტოქსიკაციას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე წყლის გამაცხელებლიდან გამოსული მხუთავი აირის შედეგად დაიღუპა.

ინტოქსიკაცია მიიღო ჩაკვეტაძის დედამ - ქალბატონი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მეზობლების თქმით, გაზის წყლის გამაცხელებელი ოჯახის წევრებმა კუსტარულად თავად დაამონტაჟეს. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ამავე თემაზე
დღის ამბები