03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
რუსი მესაზღვრეების მიერ გატაცებული ქართველი ცხინვალშია გადაყვანილი

რუსი მესაზღვრეების მიერ სოფელ დვანიდან გატაცებული 57 წლის მამაკაცი წინასწარი ინფორმაციით ცხინვალში, წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.

ეს ინფორმაცია „კურიერთან“ საუბრისას თავად გატაცებულის, ბეგლარ ახალკაცის მეუღლემ დაადასტურა. ქალბატონი სხვა ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობს.

შეგახსენებთ, რომ ბეგლარ ახალკაცი საკუთარი ნაკვეთიდან, რომელიც ე.წ. საზღვარს ემიჯნება გუშინ საღამოს გაიტაცეს.

მომხდართან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი უკვე ამოქმედდა. პროცესში ჩართულია შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები