09 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
სასტიკი მკვლელობა ქალაქ გიუმრიში-მრავალშვილიანი ოჯახიდან მხოლოდ 6 თვის ჩვილი გადარჩა

რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში ოჯახის ექვსი წევრი - მათ შორის 2 წლის გოგონაა ავტომატური იარაღიდან დაცხრილა. გადარჩა მხოლოდ 6 თვის ჩვილი - თუმცა ექიმები მის მდგომარეობას უმძიმესად აფასებენ.

სასტიკი მკვლელობა ქალაქ გიუმრიში მოხდა. ეჭვმიტანილი გიუმრის რუსულ ბაზაზე მომსახურე - რიგითი ვალერი პერმიაკოვი რამდენიმე საათის წინ თურქეთის საზღვარზე დააკავეს. ინფორმაციას სომხეთის პოლიციის პრეს სამსახური ადასტურებს.

როგორც "დილის კურიერს" რადიო თავისუფლების სომხეთის ბიუროს ჟურნალისტმა განუცხადა, მკვლელობა ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე მოხდა. მისივე თქმით, რუსმა ჯარისკაცმა 6 ადამიანი აკა 75-ის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, რის შემდეგაც მან ავტომატი და სამხედრო ფორმა ადგილზე დატოვა, ქალაქში სამოქალაქო ტანსაცმლით გავიდა და მიიმალა.

მომხდარმა ადგილობრივებში პანიკა გამოიწვია. ქალაქში დროებით დახურეს სკოლები და ბაღები. ჟურნალისტი იმასაც ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა რუსი ჯარისკაცი გიუმრიში მკვლელობაშია ბრალდებული.

დღის ამბები