09 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
"ევროპა ვერ ახერხებს სათანადოდ დაგმოს ანტი ისლამური ქმედებები მის ტერიტორიაზე-რეჯებ ტაიპ ერდოღანი

„შარლი ებდოს“ თავდასხმასთან დაკავშრებით თურქეთი დასავლეთს თვალთმაქცობაში ადანაშაულებს. პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, ევროპა ვერ ახერხებს სათანადოდ დაგმოს ანტი ისლამური ქმედებები მის ტერიტორიაზე. თურქეთის პრემიერმა კი გერმანიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ევროკავშირში თურქეთის მიღება იქნება ძლიერი სიგნალი დასავლეთისთვის, კულტურული და რელიგიური დაპირისპირების აღმოსაფხვრელად.

პარიზში კი ებრაულ სუპერმარკეტში დაღუპულთა ცხედრები ოჯახებში უკვე გადაასვენეს. ხვალ კი კარიკატურული ჟურნალის "შარლი ებდოს" რედაქცია, რეკორდული რაოდენობის, 3 მილიონიან ტირაჟს უშვებს. მის გარეკანზე კი მუჰამედ წინასწარმეტყველი იქნება გამოსახული, ბანერით "მე ვარ შარლი."

ამავე თემაზე
დღის ამბები