03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
ელბაქიძეზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით მიმართულებას შეიცვლის

ელბაქიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო დროებით შეიცვლება მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მარშრუტები.

სამარშუტო ტაქსები, რომლებიც ელბაქიძის გავლით დადიოდნენ მიმდებარე ვიწყო ქუჩებზე იმოძრავებენ და ბროსეს ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის გავლით რუსთაველის მიმართულებით გადაადგილდებიან.

რაც შეეხებათ ავტობუსებს მოძრაობას დროებით მარჯვენა სანაპიროზე გააგრძელებენ და გმირთა მოედნიდან ვარაზის ხევის გავლით ვაკისა და საბურთალოს მიმართულებით გადაადგილდებიან.

ამ ინფორმაციას „კურიერთან“ საუბრისას თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მერაბ მანუაშვილი ავრცელებს.

რაც შეეხება კონკრეტული დროს - თუ როდის დასრულდება მთლიანად სამუშაოები ქალაქის ერთ-ერთ საკვანძო ქუჩაზე ჯერ-ჯერობით უცნობია.

გვიან ღამით  მერიის წარმომადგენლებმა ელბაქიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს. მათი თქმით, დაზიანებული კომუნიკაციების აღგენა ეტაპობრივად ხდება და დღეისთვის დასრულდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები