18 მაისი 2024,   12:00
ვრცლად
თურქეთის მმართველი პარტია რეფერენდუმში გამარჯვებას ზეიმობს - ოპოზიცია შედეგებს არ ცნობს

თურქეთის მმართველი პარტია რეფერენდუმში გამარჯვებას ზეიმობს. პრეზიდენტ ერდოღანის მხარდამჭერები სტამბოლის ცენტრში ჯერ კიდევ წინასწარი შედეგების გამოქვეყნებამდე შეიკრიბნენ და გამარჯვება ფოიერვერკით აღნიშნეს. მათთან შესახვედრად ქვეყნის ლიდერიც მოვიდა.

ინციდენტი მოხდა ოპოზიციური სახალხო დემოკრატიული პარტიის ოფისთან. მმართველი პარტიის მომხრეებმა საზეიმო შეძახილებით ჩაუარეს შენობას, რასაც ჩხუბი მოყვა. ვითარება პოლიციელების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

ბოლო მონაცემით, საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს, მხარი მოსახლეობის 51%-მა დაუჭირა. მის წინააღმდეგ ხმა 49%-მა მისცა.

ოპოზიცია კი რედერენდუმის შედეგებს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონი დაარღვია, რადგან ბათილად არ ცნო ის ბიულეტენები, რომლებსაც ბეჭედი არ ჰქონდა დარტყუმული. სახალხო დემოკრატიული პარტია ხმების 60%-ის გადათვლას მოითხოვს.

 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები