03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
29 ათასი საკრებულოს საახალწლო ღონისძიებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორმა“ საკრებულოს საახალწლო ღონისძიებისთვის დახარჯული თანხები გაასაჯაროვა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლევან ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ წვეულებებზე 29 ათას 800 ლარი დაიხარჯა, რაც ხუთჯერ აღემატება საბაზრო ღირებულებას. მის ეჭვებს იწვევს ის ფაქტიც, რომ სატენდერო პირობები მხოლოდ ერთ კომპანიაზე იყო მორგებული და სხვა კომპანიას მასში მონაწილეობა არ მიუღია.

„სატენდერო პირობებში ეწერა, რომ ვარდისფერი დათვის გარეშე საახალწლო ღონისძიება იყო წარმოუდგენელი და ეს ვარდისფერი დათვი მხოლოდ ერთ კომპანიას ჰყავს. ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ ამ ტენდერში სხვა კომპანიას მონაწილეობა არ მიუღია“ - აცხადებს ხაბეიშვილი.

„მედიატორის“ ბრალდებებს საკრებულოში უპასუხეს. მათ განმარტეს, რომ საახალწლოდ ჩატარდა ორი ღონისძიება 300 ბავშვისთვის, რომელთა შორის იყვნენ ახალციხის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები. ღონისძიების მონაწილეებს საჩუქრებიც გადაეცათ.

„თუ 12 ათასი ლარი 2010 წელს არ იყო გაბერილი თანხა ახალი წლისთვის, რატომ არის ზედმეტი და რატომ არის გაბერილი 2014 წელს 300 ბავშვზე ორი ღონისძიების ჩატარებისთვის დახარჯული თანხა?“ - განაცხადა საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილემ, ელენე კაპანაძემ.

დღის ამბები