03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
რუსთაველის 37-ში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია

რუსთაველის 37-ში ე.წ. კაზარიანცის სახლში მომხდარი ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებმაც რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს მუშაობა ამ დრომდე ვერ ასახელებენ.

ადგილობრივები და შენობაში განთავსებული კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შენობის ეს ნაწილი ეკუთვნის „სილქ როუდ გრუპს“ და მისმა მფლობელმა არაფერი არ გააკეთა იმისათვის, რომ ძველი გაყვანილობა გამოეცვალა ასეთი შემთხვევის თავიდან ასარიდებლად.

სწორედ მოძველებულ გაყვანილობას ასახელებენ ხანძრის სავარაუდო გამომწვევ მიზეზად, თუმცა ზუსტი პასუხი ამ დრომდე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი შენობას გუშინ გვიან რამით გაუჩნდა. ნაგებობის იმ ნაწილში, რომელსაც ცეცხლი მოეკიდა 1 ოჯახი ცხოვრობდა. ოჯახის წევრები ამ დროისთვის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში იმყოფებიან და მათ სავარაუდოდ გამგეობა დროებით ბინას უქირავებს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები