03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
"ნიჭიერის" გამარჯვებული დღეს გამოვლინდება

თორმეტი ფინალისტი და მხოლოდ ერთი გამარჯვებული - პროექტ ”ნიჭიერის” კონკურსანტები ფინალური შოუსთვის ემზადებიან.

"რუსთავი 2"-ის პირიდაპირ ეთერში დღეს მაყურებელი თავის ფავორიტს გამოავლენს. ყველაზე რეიტინგული ტელეპროექტის ფინალში ერთად, ერთ სცენაზე განსხვავებული შესაძლებლობებისა და გამორჩეული ტალანტის მქონე კონკურსანტებს იხილავთ.

მაყურებლის წინაშე ასევე წარდგებიან გულშემატკივართა რჩეულები სხვადასხვა ქვეყნიდან. შოუს შემქმნელები ამბობენ, რომ ქართული ნიჭიერის მეხუთე სეზონის ფინალი ყველაზე მრავალფეროვანი სანახაობა იქნება.

"ნიჭიერის" გრანდიოზული ფინალი რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში 21:00 საათიანი კურიერის დასრულებისთანავე დაიწყება.

„ეს არის ფინალთა ფინალი. ასეთი სანახაობა ჩვენ ჯერ მაყურებლისთვის არ გვიჩვენებია“ - ამბობს „რუსთავი2-ის“ საერთაშორისო პროექტების დირექტორი გიორგი ხაბურძანია.

ამავე თემაზე
დღის ამბები