03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
ევროპა ანტიმუსლიმურმა აქციებმა მოიცვა

ევროპა ანტიმუსლიმურმა აქციებმა მოიცვა. ფართომაშტაბიანი აქციები რამდენიმე ქვეყანაში გაიმარტა. აქციები გამართვა ევროპაში, საფრანგეთში განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ დაიგეგმა.

ემიგრაციის საწინააღმდეგო და ანტლიმუსლიმური აქცია გაიმართა ოსლოშიც.  აქციის 200-მდე მონაწილემ მსვლელობა გამართა და საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო.

ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა დრეზდენშიც. სადაც ანტიმუსლიმურ დემონტრაციას 25 ათასი ადამიანი შეუერთდა. შავ სამოსში გამოწყობილმა დემონსტრანტებმა ქალაქის მთავარ ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს და ემიგრაციის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

პოლიტიკოსებმა არაერთხელ მოუწოდეს ორგანიზატორებს, გაეუქმებინათ ეს აქცია. ერთ-ერთი მიზეზი თუქრეთის პრემიერის ვიზიტიც იყო. 

დღის ამბები