03 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
შირაქის ველზე აღმოჩენილ ნამოსახლარს ძეგლის სტატუსი მიენიჭება

დედოფლისწყაროში აღმოჩენილ უნიკალური და ისტორიული, 3 ათას 200 წლის წინანდელი ნამოსახლარი დღეს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და კულტრურისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დაათვალიერეს.

ცნობილი გახდა რომ უნიკალურ აღმოჩენას შირაქის ველზე კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭება.

სატელიტური გადაღებების დროს აღმოჩენილი უნიკალური ნამოსახლარი 3 ათას 200 წლის წინანდელია. გათხრებით დასტურდება, რომ შირაქის ველზე ციხე კილომეტრნახევარი სიგრძის გალავნითა და თორმეტი მეტრის სიგანის თავდაცვითი თხრილით არის შემოსაზღვრული.

აღმოჩენილია რამდენიმე ასეული მეტრის საიდუმლო გვირაბი, რომელსაც არსებული ინფორმაციით  წყალმომარაგების საშუალებას წარმოადგენდა.

ისტორიკოსები და არქეოლოგები ფიქრობენ რომ შირაქის ველზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქალაქი არსებობდა. 

დღის ამბები