03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილის აზრით საყდრისზე სამუშაოები უნდა შეჩერდეს

საქართველოს პრეზიდენტი საყდრისის ოქროს საბადოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სასამართლო პროცესების დასრულებამდე ოქროს მოპოვების სამუშაოები უნდა შეჩერდეს.

„სანამ მიმდინარეობს სასამართლო, მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ სამუშაოები შეჩერებულიყო. იგივე პოზიციაზე ვრჩები და მიმაჩნია, რომ ისეთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს, როგორიც არის სასამართლო უნდა მივცეთ შესაძლებლობა ეფექტურად განახორციელოს თავისი უფლებამოსილება, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ დაცული იქნება როგორც ბიზნესის ინტერესები, ასევე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

დღის ამბები