03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
„აზარიანცის შენობაში ფართი, რომელიც "სილქ როუდ ჯგუფს" ეკუთვნის, დაცულია,“ - კომპანია „სილქ როუდი“ ბრალდებებს პასუხობს

"სილქ როუდ ჯგუფი" ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსთაველის 37-ში ხანძარი შენობის იმ ნაწილს გაუჩნდა, რომელიც მათ ეკუთვნოდათ. 

"სილქ როუდ ჯგუფში" განმარტავენ, რომ შენობა მათ საკუთრებაში მხოლოდ იურიდიულადაა და ის უსახლკაროებს და სხვადასხვა დაწესებულებებს კეთილი ნების საფუძველზე აქვთ გადაცემული.

რაც შეეხება ფართს, რომელსაც კომპანია თავად იყენებს, აქ  აცხადებენ, რომ ფართი დაცულია.

შენობის პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ფართის მეპატრონეები კი მომხდარში "სილქ როუდ ჯგუფს" ადანაშაულებენ.

დაზარალებულების თქმით, "სილქროუდმა" არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც შენობა უყურადღებოდ იყო მიტოვებული.

თუ რამ გამოიწვია ხანძარი ე.წ. აზარიანცის შენობაში, ამ დრომდე უცნობია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები